20 მარტი, 2018

რაც არ ყოფილა, ის არც იქნება – ოთარ ჭილაძე

რაც არ ყოფილა, ის არც იქნება რაც არ ყოფილა, ის არც იქნება
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…

მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.

გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,
რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი.
მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს
კარგად იყავით. გმადლობთ. მშვიდობით.