24 მარტი, 2018

ირაკლი გოგიას მიერ დადგმული “ხანუმა” უკრაინაში ტრიუმფატორია

ირაკლი გოგიას მიერ დადგმული "ხანუმა" უკრაინაში ტრიუმფატორიაახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ ირაკლი გოგიას მიერ უკრაინაში დადგმული სპექტაკლი “ხანუმა” ტრიუმფატორია.

უკრაინაში წლის მთავარ თეატრალურ დაჯილდოვებაზე ქართველი რეჟისორის ნამუშევარი სამ საუკეთესო ნომინანტს შორის მოხვდა.

ეს უკრაინაში, წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილების კონკურსში მონაწილეთა სიაა. უკვე გამოვლენილია საუკეთესო ნომინატთა სამეული, მათ შორის ირაკლი გოგიას “ხანუმა”. რეჟისორის მიერ კიევის ნაციონალური ოპერეტისა და მიუზიკლის თეატრში დადგმული სპექტაკლი “ხანუმა”, რომლის კომპოზიტორიც გია ყანჩელია, ხოლო ქორეოგრაფი გია მარღანია, ნომინირებულია წლის საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაზე. წლის საუკეთესო სცენოგრაფის ტიტულის მოსაპოვებლად კი ამავე სპექტაკლით ახმეტელის თეატრის მხატვარი მარიკა კვაჭაძე იბრძოლებს.

უკრაინელი მსახიობი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მსახიობი Анна Довбня ასევე ირაკლი გოგიას სპექტაკლიდან ”ხანუმა” არის წარდგენილი.

წლის მთავარ თეატრალურ დაჯილდოვებაზე უკრაინაში სამ საუკეთესო ნომინანტს შორის ქართველი რეჟისორისა და მხატვრის წარდგენა უკვე ძალიან დიდი გამარჯვებაა!