22 მარტი, 2018

გიორგი პაპკიაური: “აი, ეს არის შეურაცხყოფა!”

გიორგი პაპკიაური: "აი, ეს არის შეურაცხყოფა!"– მე მაპატიეთ თუ რამეში ვცდები, მაგრამ ეს ჩემი მოკრძალებული აზრია, – აცხადებს მხატვარი და მომღერალი გიორგი პაპკიაური:

“რა არის შეურაცხყოფა? (გაბუნია შეცდა, ეს გავიგეთ) და მანამ სანამ გაბუნია მისთვის ჩვეული იუმორით გამოვიდოდა შეურაცხყოფას ვერ გრძნობდით?

დედები, დები, ცოლები სხვა ქვეყნებში, უმძიმეს პირობებში რომ მუშაობენ და წვალებით არჩენენ ოჯახებს!

ახალგაზრდობა რომ გარბის ქვეყნიდან და თან არც აქვს მათთვის მნიშვნელობა სად გარბიან… მთავარია გარბიან!

ხელოვან ხალხს საკუთარ ქვეყანაში გასაქანი რომ არ აქვთ და სხვა ქვეყნებში სხვის ჰიმნს ამღერებენ!

ქართველი საქართველოში დაკრძალვას 1 თვე რომ ელოდება!

ყოჩივარდებით ხელში გაუბედურებული ბებო, რომელიც ცდილობს გადარჩეს!

18-20 წლის ბიჭები ტაქსის ტრაფარეტით მაშინ, როცა ამ დროს განათლებას უნდა იღებდნენ!

უამრავი პატიმარი, რომელსაც ჩაუდეს!

უამრავი ბავშვი, რომელიც სიდუხჭირის გამო ქუჩაში შიშველი დარბის!

ნაცებისა და ქოცების გამო ერთმანეთის დამცირება!

ერთმანეთის ჭამა!

აი, ეს არის შეურაცხყოფა! და ვინ გვაყენებს შეურაცხყოფას იმედია ამას მაინც ხვდებით.

პ.ს რწმენას ვერავინ წაგართმევთ თუ რწმენა გულწრფელი და ურყევია, მაგრამ ქვეყანას, თავმოყვარეობასა და მომავალს დიდი საფრთხე ემუქრება! ისე თუ რელიგიასა და იესოზეა საუბარი… ეკლესიაში ფული არ უნდა ტრიალებდეს, მითუმეტეს, ნათლობასა და ჯვრისწერის დროს, არ უნდა იყიდებოდეს არაფერი და თუ შეურაცხყოფაზეა საუბარი, ეს იესოს ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა.

მე მაპატიეთ თუ რამეში ვცდები, მაგრამ ეს ჩემი მოკრძალებული აზრია.

ბოდიში და რელიგიური გრძნობა რას ნიშნავს?”