19 თებერვალი, 2018

რა დღეშია ანანური?!

ანანურიანანური ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩამონათვალში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი კომპლექსია. მასში შემავალ ციხესა და ტაძარს მრავალი ტურისტი სტუმრობს.

ხელოვნებათმცოდნე ვლას ვაწაძე ანანურში არსებულ მდგომარეობას სამარცხვინოს უწოდებს და შესაბამის ორგანოებს მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს:

“ეს ანანურია – არ გეგონოთ 90-იანი წლების თბილისი!!!

ვის კომპეტენციაში შედის მიხედოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს თუ ტურისტულ ობიექტებს? ძეგლთა დაცვის? (არის ესეთი პიროვნება ანთიძე საყდრისის ერთ-ერთი გამანადგურებელი, ადამიანი, რომელიც სხვა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების განადგურებას უწყობს ხელს, თუკი შემთხვევით აღშფოთდა და დაინტერესდა რომელის ათეულობით ძეგლს ჩამოვუთვლი პირადად)…

კულტურის სამინისტროს? (90-იანი წლების მოტრფიალე მინისტრის?)

თუ ტურიზმის დეპარტამენტის? (ჩოგოვაძის, რომელმაც მემგონი არა მარტო სიტყვა ტურიზმის, არამედ ზოგადად ტურიზმის განმარტება არ იცის!)

ეს არის სირცხვილი!”

ანანური

ანანური