რა არის საქართველო – სუხიშვილების დინასტია!

სუხიშვილებისუხიშვილების დინასტიას ერთ-ერთი პოლონური გამოცემა ვრცელ სტატიას უძღვნის სახელწოდებით ”Podroz w czasie” (მოგზაურობა დროში). სტატიის ავტორი Marina Belokoneva წერს, რომ მისთვის საქართველო, მისი სიმბოლო, სული და სიამაყე – სუხიშვილების დინასტიაა:

“…თუ ვინმე მკითხავს რა არის საქართველო, რა არის მისი სიმბოლო, სული, სიამაყე, ვუპასუხებ: სუხიშვილების დინასტია. ამ ოჯახის სამი თაობა 80 წელზე მეტია, როგორც ჭეშმარიტი ელჩები, მსოფლიოს მასშტაბით ხელს უწყობენ თავიანთი პატარა ქვეყნით აღფრთოვანებას, ანიჭებენ სიამოვნებას მაყურებელს თავისი კულტურით, ისტორიით და ფილოსოფიით, თითოეული მათი წარმოდგენა არის სიყვარულის გაკვეთილი – სიყვარული წინაპრების, სამშობლოს, ოჯახის…

ემოციების ქარიშხალის მერე, რომლისგან თავის შეკავება კონცერტის დროს შეუძლებელია, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ჯადოსნურ ცეცხლად ანთია მაყურებლის გულში, პრომეთეს ცეცხლი, რომელიც ჩვენში ამ დინასტიამ აანთო..”

სუხიშვილები