Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ფეხი დამადგით” – ანა კალანდაძე

8 თებერვალი, 2018

დავით აღმაშენებელი8 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა. მეფეს არაერთმა ქართველმა პოეტმა უძღვნა ლექსი. მათ შორისაა ანა კალანდაძე.

”ფეხი დამადგით”, – ასე ჰქვია ლექსს, რომელიც პოეტმა დავით აღმაშენებელს მიუძღვნა.

“ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით
ფეხი ყოველან,
წყალობა ჰყავით…
საქართველოის ყოველის მპყრობელმან
ვისურვე, დავით…
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით…
– ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო,
მიუტევები?
ღირსმსახურებდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი “ნიკოფსიითგან დარუბანდამდე”…
თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოვდილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქნან ცოდვილთ
სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
– გულზე დამადგით, ფეხი დამადგით,
გულზე ყოველთა…”