ნათია თოდუა – ყველაზე საპასუხისმგებლო მისია

ნათია თოდუაქართველი მომღერალი ნათია თოდუა უკვე ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ქართულ მუსიკალურ პროექტებში დაწუნებული 21 წლის მომღერალი გერმანული “ვოისის” გამარჯვებული გახდა და მის მუსიკალურ კარიერაში წარმატებული ეტაპი დაიწყო.

მთავარი გამოწვევა მიღებულია – ნათია მუსიკასთან განშორებას არ აპირებს და სწავლა ამ მიმართულებით სურს.

გერმანიამ “ევროვიზია 2018”-სთვის სავარაუდო კანდიდატები დაასახელა. საუკეთესოთა შორის ქართველი მომღერალი ნათია თოდუაც დასახელდა.

ნათიამ ევროვიზიის შესარჩევი კონკურსისთვის სინგლი ჩაწერა. My Own Way-ს ტექსტი ავტობიოგრაფიულივითაა და მელოდიაც საკმაოდ ენერგიული და ჰიტურია.

ვიდეორგოლს, რომელიც დღეს გავრცელდა, ათასობით ნახვა და მოწონება აქვს.