1 თებერვალი, 2018

ნანა ცინცაძე: “დაგთმე…”

ნანა ცინცაძეპოეტი ნანა ცინცაძე და მისი შემოქმედება მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები თითქმის ყველა ქართველი მომღერლის რეპერტუარშია.

ლექსი “დაგთმე” ნანა ცინცაძის პოეზიის მოყვარულებმა განსაკუთრებით შეიყვარეს.

“არტინფო” სწორედ ამ ლექსს გთავაზობთ:

“დაგთმე…
დაგთმე… იმიტომ, რომ ძალიან მიყვარხარ,
დაგთმე… იმიტომ, რომ ვიცი გიყვარვარ.
დაგთმე… იმიტომ რომ ყველგან მეძებდე და სადაც წახვალ, გაკლდე ყოველთვის,
სხვასთან შეხვედრამ დაკარგოს ხიბლი
და ჩემთან ყოფნის ყოველი წამი დათვალო მისხლით.
დაგთმე…
იმიტომ, რომ ჩემს ოთახს ავსებ
და როცა ძილი თავისთან მიწვევს,
შენ-მირაჟში ჩამომჯდარი თავსასთუმალთან მიკოცნი თითებს
დაგთმე…
იმიტომ, რომ ყოველი სიტყვით ერთმანეთს ვგავართ,
ის კი არა და… ეგ თეთრი კანი, წითური თმები და აზრთა წყობა,
ერთმანეთისგან ასე შორს მყოფნი და მაინც ნდობა…
ყველა მზერაში სიმართლე და კოცნის წყურვილი,
გზები ცალ-ცალკე, ერთმანეთით გადაბურვილი.
დაგთმე…
შენთვის რომ ყველა წამი მონატრების წამად მექცია…
რომ ცრემლი, სისხლად გარდაქმნილი, აქ დაგექცია…
რომ შენს ფიქრებში არ იყო სხვასთან,
რომ ერთად ყოფნის ყველა წამი ჩაგრჩეს კადრებად
და სულ ფიქრობდე – სხვა არავინ შემიყვარდება…
დ ა ვ თ მ ე…
ჩ ე მ ი უ უ ფ ლ ე ბ ო ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი …”