10 თებერვალი, 2018

მერაბ მამარდაშვილი: “ადამიანი იწყება ღირსებიდან”

მერაბ მამარდაშვილიფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი ყველაზე ზუსტად და სწორად აფასებდა ქართველებს და ზოგადად, ადამიანებს. შესაძლოა მისი მოსაზრებები ბევრისთვის მიუღებელი იყო, მაგრამ ფილოსოფოსი თავის მოსაზრებას მტკიცედ იცავდა.

“არტინფო” მერაბ მამარდაშვილს გამონათქვამებს გთავაზობთ:

“ადამიანს არასოდეს ჩაუდენია ისეთი ბოროტება, – ბოროტებას კი, როგორც ყველაფერს, ენერგია, ენერგიის მობილიზაცია სჭირდება, – რომელიც განსაზღვრული არ ყოფილიყო ამ აუტანელი სიცხადით – სამართლის ცხადი ხედვით. ასეთ შემთხვევაში უნდა გვესმოდეს, რომ ბოროტი კაცი შუქითაა დაბრმავებული.”

“ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად! ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა – ეს არის ნება იყო ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არა მაქვს ის, რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა თუ ბერმა მე ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი!”

“თქვენი ქართველობა იწყება ღირსებიდან და არა პირიქით!”

“მე მიმაჩნია, რადგან ქართველები ასეთი ცხოვრების მოყვარულნი არიან, გააჩნიათ იუმორის გრძნობა, შეძლეს ძველი რაინდობის სახისა და გულის შენარჩუნება, დარჩნენ ინდივიდუალურები, სპეკტიკოსები და ა. შ. მათი დამონება, დამორჩილება შეუძლებელია.”

“ქართულ ინტელიგენციას არ გამოუყენებია ბოლო ხუთი წელი იმისათვის, რომ საკუთარი ხალხისთვის სიმართლე ეთქვა. იმის მაგივრათ რომ ებრძოლათ უკვე გათავისებულ ცუდ ჩვევებთან – პატრიოტიზმის მცდარ გაგებასთან, ჩამორჩენილობასთან, საკუთარ თავზე შეყვარებასთან, დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენ ყველაზე კარგნი ვართ, ყველაზე ჭკვიანნი, ყველაზე ლამაზნი და არავინ არ გვჭირდება – ისინი საკუთარ ამბიციებში ჩაფლულნი თამაშობდნენ ყველაფერ ამით.”

“ყველაზე დიდი ტყუილი შეიძლება აღმოჩნდეს ზუსტად სიმართლე, ნათქვამი ისეთ სიტუაციაში, როცა მისი დაჯერება შეუძლებელია.”

“სანამ გაგრძელდება პატივმოყვარეობის მაამებელი ხატების შექმნა: ოჰ! რა კარგად ვიყავით, კულტურაც გვქონდა, სოფელიც ყვაოდა!.. ვიდრე ამ ყალბ ნუგეშისცემას გააგრძელებენ, დაუსრულებლად იტრიალებენ წრეში, როგორც დანტეს გმირები ჯოჯოხეთში”.