6 თებერვალი, 2018

ლიზა ყენია: “ვიფიქრე, ამ თემას არ გავასაჯაროვებდი, მაგრამ…”

ლიზა ყენიამომღერალი ლიზა ყენია პატარაობიდან სცენაზე დგას და მღერის. სხვა მომღერლების მსგავსაც ლიზაც გამხდარა უსამართლობის მსხვერპლი. მომღერალი სწორედ ერთ-ერთ ბოლო შემთხვევაზე საუბრობს:

“ვიფიქრე, თავს შევიკავებდი და ამ თემას არ გავასაჯაროვებდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მატყუარა ადამიანის ვინაობა უნდა იცოდნენ ჩემმა კოლეგებმა, რათა ანალოგიურ სიტუაციაში არ აღმოჩდნენ როგორშიც მე და ჩემი ბენდის წევრები ვიმყოფებით. თან საკმაოდ მოხშირდა ეს ყველაფერი და დაზარალებულ მდგომარეობაშიც ბევრი მომღერალი და პერსონალია, რომლებიც ჯერ ხმას არ იღებენ.

2 იანვარს კლუბ “bed lounge”-ში ბედობას ჩატარდა ივენთი, სადაც მიმიწვიეს ჩემს ბენდთან “Mix2ra” სთან ერთად. არ შემიძლია არ ავღნიშნო შეთანხმებული დრო – როცა უნდა დაგვეწყო მუშაობა 10 საათზე, გვთხოვა პერსონალმა რომ დაბრონილი მაგიდები ვერ ივსებოდა ისე როგორც უნდოდათ და დავიწყეთ 2 საათის დაგვიანებით.

გაუმართავი საუნდ სისტემით, ხმის ინჟინერი, რომელიც საუნდჩეკზე იმყოფებოდა, ივენთის დროს აღარ მოვიდა რადგან გვითხრა, რომ დათო სპარსიაშვილმა შეთანხმებული ჰონორარი არ გადაუხადა და ჩვენც ყოვლად გაუმართავ მდგომარეობაში ძლივს ჩავატარეთ საღამო.

იმ საღამოს თანხა არ მოგვცეს იმ მიზეზით, რომ მაგიდებმა ფული ბარათებით გადაიხადეს და ხელზე ეხლა ვერ მოგცემთ თანხასო.

მას შემდეგ რამდენიმე დღე არანაირი თანხა არ დაგვირიცხეს, უამრავი ზარების და თხოვნების შემდეგ დათო სპარსიაშვილმა გვითხრა, რომ დარიცხავდა თანხას, თუმცა დარიცხა ნახევარი. მას შემდეგ მაქსიმალურად უკონფლიქტოდ ვცდილობდით ამ თემის მოგვარებას და ვთხოვდით დარჩენილი თანხის დარიცხვას, რომელიც 2 იანვრის მერე დღემდე არ დაურიცხავს!

ჩვენი დიდი შეცდომაა, რომ კონტრაქტის და ხელმოწერის გარეშე ჩავატარეთ ეს საღამო სიტყვიერი შეთანხმებით, მაგრამ დათო სპარსიაშვილთან უშედეგო აღმოჩნდა სიტყვიერი შეთანხმება!!!

და როგორც გავიგე, ამ ადამიანს ჰყავს უამრავი პერსონალი და მომღერალი მოტყუებულ მდგომარეობაში დატოვებული! და მონოტონური პასუხი აქვს, რომ მაცადეთ ორშაბათამდე. იცნობდეთ სპარსოს…”