ლეილა აბაშიძე რეანიმაციაშია

ლეილა აბაშიძე88 წლის მსახიობი ლეილა აბაშიძე ჰოსპიტალიზირებულია და რეანიმაციაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ლეილა აბაშიძე ხეჩინაშვილის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მას თავის ტვინის იშემიური ინსულტი მოუვიდა.

16 საათზე ხეჩინაშვილის კლინიკაში ექიმების კონსილიუმი შეიკრიბება და მსახიობის შემდგომი მკურნალობის კურსზე მსჯელობა გაიმართება.

ინფორმაციას სააგენტო PIA ავრცელებს.