გიორგი ოვაშვილი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია

სიმინდის კუნძულირეჟისორი გიორგი ოვაშვილი და მისი ფილმები კვლავ მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. მის მიერ გადაღებულმა ტრილოგიამ “გაღმა ნაპირი”, “სიმინდის კუნძული” და “ხიბულა” მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმის “სიმინდის კუნძული” გადაღებიდან დიდი დრო გავიდა, მასზე მსოფლიო პრესა კვლავ წერს.

ნათია მიქელაძე ავრცელებს Süddeutsche Zeitung-ის ნომერს, სადაც გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძულის” შესახებ სტატიაა განთავსებული:

“მიუნხენში რომ ჩახვალ, Lufthansa ავტობუსში გადაშლი ახალ Süddeutsche Zeitung-ს და გიორვი ოვაშვილს გადაეყრები, ესე იგი, საქართველო აღარაა მთლად სიმინდის კუნძული!”