Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გია ნიკოლაძე: “გონზე მოვეგოთ ქართველნო!”

1 თებერვალი, 2018

გია ნიკოლაძეასე მოუწოდებს მომღერალი გია ნიკოლაძე ქართულ საზოგადოებას და მწარე რეალობისთვის თვალის გასწორებას ურჩევს.

ხელოვანი თავის სათქმელს ყოველთვის სიმღერებით და ლექსებით ამბობს.

“პროფესია და სირცხვილი
აი ასეთი რამეა…
აქ რომ დღე არის ძმობილო
ამერიკაში ღამეა…
მაგრამ ჩვენ დედებს არ ძინავთ…
თავზე ადგანან ბატონებს…
მოახლეების როლში ვართ
ვემორჩილებით პატრონებს…
ადრე მსოფლიო ბაზრობებს
ვამარაგებდით ტყვეებით…
მერე საჭვრისი ბიჭებით…
ახლა კი მოახლეებით…
სახლში დიდგულზე დავდივართ
თითქოს ღმერთები გვივლიან…
გონზე მოვეგოთ ქართველნო
სანამ სულ გადაგვივლიან…
სირცხვილი განა ის არის
ღამის ქოთნებს რომ ათრევენ…
სირცხვილი ხიბლში ყოფნაა
როდესაც დედებს გვართმევენ…
კანონმდებელო ბიჭებო
ვინც ხვდებით საქმე რაშია…
თავდახრილემბა ვიაროთ
თუ დედა ტყვეობაშია…
ბედის ბორბალი კი არა
თავზე დოლაბა რტიალებს…
სირცხვილი ჩინის ყმობაა
თუ ასე გაგვატიალებს…
ყოველი მადლი ბუნებამ,
მაჩუქა! განა ვიყიდე!
ვინც სირაჯებში ჩამტოვა?
მეც ს**ზე ჩამოვიკიდე!
გიორგის სიტყვა ორია!
თავზარია და პრიზია!
მას ვერასოდეს დაბლოკავს
პრესა და ტელევიზია!
პირობას გაძლევ მივაღწევ!
შენ კი სასტიკად წახდები!
თუ ქაჯებს თავზე დამასვავ?
შენი თავზარი გავხდები!”