28 თებერვალი, 2018

გია ნიკოლაძე: “განგაშია ძმებო, დებო!”

გია ნიკოლაძეასე მიმართავს მომღერალი გია ნიკოლაძე თანამემამულეებს. არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორი და შემსრულებელი ყოველ წელს თებერვლის ბოლო დღეს ყველას მოუწოდებს დედამიწაზე გამეფებული ბოროტების წინააღმდეგ გაილაშქრონ, დედამიწა დაშაქრონ და სულ ცოტა შაქარი მოაყარონ:

“განგაშია ძმებო, დებო,
ვისაც გიგრძნობთ გული,
რომ ნელ-ნელა ახლოვდება
ქვეყნის დასასრული…
მეტი რაღა უნდა იყოს
კატასტროფის ზღვარზე,
მევახშეთა მონაზე და
ფაროსანას ჯარზე…
მეტი რაღა უნდა იყოს
თავს რაც გვავიწყებინებს…
რა ქვეყნებში გვატარებს და
რეებს გვაკეთებინებს …
მეტი რაღა უნდა იყოს,
მთელი ცრემლი აქ არის!
მლაშეს მხოლოდ სიტკბო დაძლევს
ჯადოსნური შაქარის…
გეხვეწები არ დავზარდეთ
სათითაოდ დავყაროთ
მევახშე და ფაროსანა
სამუდამოდ გავყაროთ…
მაპატიე ზარ-ზეიმით
წელს თუ ვეღარ შევძელი…
ალბათ წლებით დავიღალე…
ვეღარა ვარ ის ძველი…
ალბათ იმის ჯერი დადგა
რომ უჩემოდ იაროს…
შაქრის მუჭანახევარამ
ყველა შემოიაროს…
წელს ოცდარვით იფარგლება
ცხრამდე ერთი წელია.
დაშაქრე და გადაიღე
ისევ შენი ჯერია…”