3 თებერვალი, 2018

“გააგრძელე საქართველოს ისტორია” – გადაღებები ჩაიშალა

გაგრძელე საქართველოს ისტორიამას შემდეგ, რაც “გააგრძელე საქართველოს ისტორია” საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დახურა, მისი ავტორი, მწერალი გურამ ქართველიშვილი ცდილობს არ გაჩერდეს და საკუთარი ძალებით გააგრძელოს ქართველებისთვის საქართველოს ისტორიის გაცნობა.

მწერალს მხარში რიგითი მაყურებლებიც უდგანან და მცირედი შეწირულობით ცდილობენ, არ გააჩერონ პატრიოტული პროექტი. თიანეთში “ბახტრიონი 1659”-ის გადაღებები იყო დაგეგმილი, მაგრამ ჩაიშალა.

გურამ ქართველიშვილი:

“მშვიდობით თიანეთო…

,,მადლობა” თიანეთს, ,,ბახტრიონი 1659″-ის გადაღების ჩაშლისთვის… იმ ყველა ნაძირალობისთვის, რაც ამ რაიონის მხედართა ერთმა ნაწილმა ჩაიდინა… მათ მოქმედებას სახელი არ აქვს, რადგან, როცა ასე დაჟინებით უშლი ხელს ქართულ საქმეს და ამას ასეთი ცინიზმით და მიზანდასახულობით აკეთებ დღეების განმავლობაში, მაგას ,,ვიღაცის” დავალების შესრულება ჰქვია… ,,ვიღაცეების”, რომლებიც ამ უბედური ქვეყნის სადავეებთან დგანან…

მე, რომ ჩემს თიანეთში ასეთ პროვოკაციას მომიწყობენ და ,,ბახტრიონს” ჩაშლიან, გამოდის, რომ ძალიან ცუდად არის ამ ქვეყნის და ხალხის საქმე. არადა, ამ ნაძირალების მომქსევებს ხომ ზეიმი აქვთ ახლა და გადაღების ჩაშლას ამაყად უპატაკებენ ზემდგომებს… აბა, ჰე, თიანელო იუდებო, წინაპრის საფლავებზე, ან სალოცავში როცა მიხვალთ, მათაც უპატაკეთ, თუ როგორ შეძელით, ისედაც მომაკვდავი ,,გააგრძელე საქართველოს ისტორია”-ს ხელის შეშლა. მერე კი სახლში წადით და სამშობლოს ღალატში აღებული ფულით შვილებს კამფეტები მიუტანეთ, თქვენზე იუდები გაგეზრდებიან. აკი ნათქვამია – ,,ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს მამასაო…”

უკვე მეათასეჯერ ნაღალატევი და სულში ჩაფურთხებული ტელეპროექტის ,,გააგრძელე საქართველოს ისტორიას”, ავტორი გურამ ქართველიშვილი…”