16 თებერვალი, 2018

“ესეც ჩვენი პეტრე ოცხელი”

პეტრე ოცხელი30 წლის ასაკში 1937 წლის რეპრესიების დროს დახვრეტილი პეტრე ოცხელი და მისი ნამუშევრები სულ უფრო პოპულარული ხდება.

მხატვრის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხელოვნების სასახლემ არაერთი პროექტი განახორციელა. ოცხელის ნამუშევრებმა დატოვა მუზეუმის საცავები და სხვადასხვა სივრცეში გაიფანტა.

ამჯერად პეტრე ოცხელის მფრინავი მღებავი რუსთაველის გამზირზე განთავსდა.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“ესეც ჩვენი პეტრე ოცხელი.

ჩვენთან დაცული პეტრე ოცხელის მფრინავი მღებავი ქვეყნის მთავარ პროსპექტზე, აი, ასეთი სახით იქნება წარმოდგენილი!

საქართველოში სამუზეუმო ექსპონატის და მხატვრის პოპულარიზაციის უიშვიათესი (თუ ერთადერთი) შემთხვევაა!

მიხარია, რომ მუზეუმის და თიბისი ბანკის ურთიერთანამშრომლობა ასეთი სამაგალითო გამოვიდა!”