12 თებერვალი, 2018

“მორიგი ისტორიულ-კულტურული ძეგლი საფრთხეშია!”

ისტორიულ-კულტურული ძეგლისაზოგადოება უკვე შეეჩვია იმას, რომ სახელმწიფოსთვის ისტორიულ-კულტურული ძეგლი და მასზე ზრუნვა პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს.

მრავალრიცხოვანი ქართველებიდან მხოლოდ რამდენიმეს თუ აწუხებს იმ შენობა-ნაგებობების ბედი, რომელიც ნამდვილად უნიკალურია.

ამჯერად საფრთხე კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიის წინ, ვერის ბაღთან მდებარე შენობას ემუქრება. ინფორმაციას ნატა ფერაძე ავრცელებს:

“SOS კი არა და ISIS მოგვენატრება ამათ ხელში!
მორიგი ისტორიულ-კულტურული ძეგლი საფრთხეშია!!!

გამოშიგნულია უკვე მთლიანად. ფასადი, რომელიც პროექტის მიხედვით შენარჩუნებული უნდა იყოს, გამაგრების გარეშეა და ჰა და ჰა ჩამოიშლება!!!

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური!!!
მოგვეცით გარანტია, რომ ფასადს 1 აგური არ ჩამოუვარდება!”