25 თებერვალი, 2018

მიხეილ ზაქარიაშვილი შიმშილობას იწყებს

მიხეილ ზაქარიაშვილი– გონს მოეგეთ, თორემ ყალიბდება ჯგუფები და ასეთ ადამიანებს ყველგან, სადაც ვნახავთ, სანაგვე ყუთში გადავყრით, – აცხადებს ავტორ-შემსრულებელი მიხეილ ზაქარიაშვილი და შიმშილობას იწყებს:

“ძალიან მალე ვიწყებ უვადო შიმშილობას საქართველოს ბანკის სათაო ოფისთან! თუმცა ექიმები მიკრძალავენ ჩემი ჯამრთელობის გამო ამის გაკეთებას მაქვს დიაბეტი და გულის იშემიური დაავადება…

ჩემი ჯანმრთელობის გაუარესებასა და თუნდაც სიკვდილზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ ყველა იმ თანამშრომელს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩემს მოტყუებაში კონტრაქტის შევსებისას, ზეწოლაში და ყაჩაღურად სახლის წართმევაში მათ სახელებსაც გაგაცნობთ, რომ ყველა მეზობელმა, ნათესავმა, ახლობელმა, მეგობარმა, მათმა შვილებმაც უნდა იცოდენენ, ვისთან აქვს საქმე, რა არაადამიანებთან, უნამუსოებთან და იმასაც გამოვაქვეყნებ, რამდენი ადამიანი გააღატაკეს და დაღუპეს!

მთელი ცხოვრება ვიცხოვრებ მათი სახლების დაყადაღებისთვის და აუქციონზე გატანისთვის, რომ დაინახონ როგორ შეიძლება ადამიანებს გული დაუხეთქონ თავიანთი ქმედებებით.

მე სხვა გზა აღარ დამრჩენია არა იმიტომ, რომ ბინას ვკარგავ, არამედ ასეთი უსამართლობის ატანას აღარ ვაპირებ…. გონს მოეგეთ, თორემ ყალიბდება ჯგუფები და ასეთ ადამიანებს ყველგან, სადაც ვნახავთ, სანაგვე ყუთში გადავყრით, ბუკვალურად ჩავყრით სანაგვე ყუთებში…”