19 თებერვალი, 2018

ლევან აბაშიძე – ბოლო ფოტო

ლევან აბაშიძემსახიობი ლევან აბაშიძე აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე წავიდა სამშობლოს დასაცავად და ზემო ეშერასთან დაიღუპა.

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობის გარდაცვალებიდან ამდენი წელი გავიდა, მისი მეგობრები, კოლეგები და რიგითი თაყვანისმცემლები არასდროს ივიწყებენ და მუდმივად საუბრობენ ულამაზეს ბიჭზე.

ფოტოხელოვანი გურამ წიბახაშვილი ლევან აბაშიძესთან ბოლო ფოტოსესიას ასე იხსენებს:

“ეს არის ლევან აბაშიძის ჩემ მიერ გადაღებული ბოლო ფოტო. ძალიან უცნაურია… ლევანთან ვმეგობრობდი. ერთხელ შევუარე სახლში და მთხოვა, ფოტოები გადამიღეო.

დავიწყეთ გადაღება და ეს ნაგანი გამოიტანა. მე არ მიყვარს იარაღი და ვუთხარი, რომ შეენახა, მაგრამ არ დამიჯერა, გადამიღეო და აი, ასეთი ფოტო გამოვიდა, ცოტა ამერიკულ სტილში.

ამის მერე მალევე წავიდა ომში და იქ დაასრულა სიცოცხლე. მე კი რაღაც ნიშანივით დამრჩა მისი ბოლო კადრი იარაღით ხელში.“

ლევან აბაშიძე