4 თებერვალი, 2018

ირმა გიგანი – წარმატება გერმანიაში 

ირმა გიგანიპიანისტი ირმა გიგანი გერმანიაში მიიწვიეს. ის ერთადერთი ქართველი ხელოვანია, რომელიც KAWAI Europa GmbH-ის წარმომადგენლობამ გერმანიაში ორი სოლო კონცერტით მიიწვია.

KAWAI Europa GmbH-მ 2018 წლის კონცერტების სერია სწორედ ქართველი პიანისტის კონცერტით გახსნა. მუსიკოსმა ჰაიდნის, პროკოფიევის და შუმანის ნაწარმოებები შეასრულა.

ირმას დედამ, თაკო ჩარკვიანმა პიანისტის კონცერტიდან მცირე ჩანაწერი გაავრცელა:

“ირმას დიდი წარმატება აქვს გერმანიაში, ვიცი გაგიხარდებათ.
ნაწყვეტი კონცერტიდან.”