5 თებერვალი, 2018

თემურ ჩხეიძე დააჯილდოვეს

თემურ ჩხეიძერეჟისორი თემურ ჩხეიძე დააჯილდოვეს.

არაერთი გენიალური სპექტაკლის შემქმნელი ხელოვანი სხვადასხვა პრიზებით და მაყურებლის სიყვარულით ნამდვილად განებივრებულია, თუმცა ჯილდო, რომელიც რეჟისორმა მიიღო, ყველასგან გამორჩეულია.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს “წლის წიგნის ქომაგი 2018”-ის ტიტულის მფლობელი დაასახელა – წელს ეს ჯილდო თემურ ჩხეიძეს გადაეცა.