26 თებერვალი, 2018

ეძღვნება თეონა ქუმსიაშვილს

თეონა ქუმსიაშვილიმომღერალი თეონა ქუმსიაშვილი 26 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა.

თურქმა მომღერალმა Nurgüzel Kestane-მ ჩაწერა კომპოზიტორისა და მომღერლის დავით არჩვაძის სიმღერა “ღმერთი დიდია”, რომელიც თეონა ქუმსიაშვილს მიუძღვნა.

პოეტ ნანა ცინცაძის ლექსზე შექმნილ დავით არჩვაძის სიმღერაზე თურქმა მომღერალმა კლიპიც გადაიღო.

დავით არჩვაძე:

“თურქმა მომღერალმა Nurgüzel Kestane-მ ჩაწერა ჩემი სიმღერა “ღმერთი დიდია” თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საპატივცემულოდ.

მან ჩვენი ქვეყნის და ქართული სიმღერის სიყვარულით ქართული ენაც კი ისწავლა და არის უსაყვარლესი ადამიანი!”