28 თებერვალი, 2018

ბრწყინვალე საჩუქარი – „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“

შოთა რუსთაველიხელოვნების სასახლემ კიდევ ერთი შესანიშნავი იდეა განახორციელა. ჩაის ქართულ ბრენდთან “გურიელთან” ერთად საკოლექციო გამოშვება „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ მომზადდა, რომელიც მოიცავს ჩაის ცხრა სახეობას.

მომხმარებლისათვის უკვე კარგად ნაცნობ ტრადიციულ შავ და ტრადიციულ მწვანე ჩაის, ერლ გრეის, აყვავებულ ჟასმინს, ალპურ კენკრას და ველურ პიტნას, დაემატა სამი ახალი სახეობა: მინდვრის გვირილა, თოვლის ვარდი და მესხური ჭინჭარი, რომელიც „გურიელი“-ს გამოცდილი სპეციალისტების მიერ შეიქმნა.

ქართული ვერსიის თითოეული სახეობის ჩაის შეფუთვა დამშვენებულია ისეთი ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით როგორებიც არიან: პეტრე ოცხელი, ფიროსმანი, მიხაი ზიჩი, გიორგი ერისთავი, მიხეილ ჩიქოვანი, გრიგორი გაგარინი, ბორის იოჰანსენი. ასევე გამოყენებულია ჯვრის მონასტრის ცნობილი ფრესკა. ინგლისური ვერსია მთლიანად გაფორმდა მიხაი ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნისათვის“ შექმნილი ცნობილი რეპოროდუქციებით.

ხელოვნების სასახლესა და ჩაის ქართული ბრენდის „გურიელი“-ს მიერ, მსგავსი სახის პროექტი პირველად ხორციელდება და საყურადღებოა, რომ ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასთან, ქართული წარმოების საექსპორტო პოტენციალის მხარდაჭერასთან ერთად, პროექტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ხელოვნების სასახლის, როგორც სახელმწიფო კულტურული ინსტიტუტის დახმარება. სწორედ ამიტომ, საკოლექციო გამოშვების „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ ჩაის სახეობების რეალიზაციიდან შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი ხელოვნების სასახლეს ქველმოქმედების სახით ჩაერიცხება.

საკოლექციო გამოშვების ყველაზე იაფად შეძენა შეგიძლიათ ხელოვნების სასახლის სამუზეუმო მაღაზიაში. ერთი საკოლექციო ნიმუშის (ერთი სახეობის) ფასი 17.50 ლარი. მისამართი. ქალაქი თბილისი. კარგარეთელის 6.

 შოთა რუსთაველი

 შოთა რუსთაველი

 შოთა რუსთაველი