Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ხატია და გვანცა ბუნიათიშვილები – აჭრელებულია მთელი ჟენევა

2 თებერვალი, 2018

ხატია და გვანცა ბუნიათიშვილებიპიანისტი დები ხატია და გვანცა ბუნიათიშვილები ერთობლივ კონცერტებს ხშირად მართავენ.

გაზაფხულზე ქართველი პიანისტები ჟენევაში, ვიქტორიაჰოლში დაუკრავენ.

8 მარტს ხატია და გვანცა კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ნამდვილ დღესასწაულს მოუწყობენ.

ინფორმაციას რუსუდან შარაძე ავრცელებს:

“აჭრელებულია მთელი ჟენევა აფიშებითა და ფლაერებით. რა სასიამოვნო გრძნობაა. წარმატებებს ვუსურვებ ყველა ქართველს, ვინც ასახელებს თავის ქვეყანას…

ეს ხალხი მოცლილია. ან საიდან ამდენი ჩასაფრებული? ზედიზედ მწერენ, ეგ გოგო იმისტიაო. ამიტომ არ გვშველის არაფერი. ჟენევაში, ვიქტორიაჰოლში (ან სადმე სხვაგან), მსმენელს ძალიან აინტერესებს ჩვენი პოლიტიკური მიდრეკილებები, ხომ? დახვეწილი, კულტურული პუბლიკა ამათ რომ მოუსმენს, საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ რომ გაისმება, მარტო ჯიბგირები რომ არ ვართ, ასეთ დროს, ძალიან ბრიყვულად მეჩვენება ვინმესტობაზე ხაზის გასმა, დიდი ბოდიში ყველასთან…

მე ხატიას ცოცხალ კონცერტსაც არ დავსწრებივარ, მაგრამ ინტერნეტში მინახავს არაერთხელ. სულ რომ არ იცოდე, უცხოეთში რომ ამ აფიშებს აწყდები კაცი, თან წინასწარ იცი, რა სიამოვნება და აღფრთოვანება ელის მსმენელს, რამდენი გაიგებს საქართველოს სახელს კარგ კონტექსტში, ძალიან კარგი გრძნობაა.”