Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სოფიკო ჭიაურელი: “ბედნიერება ერთი წუთი გრძელდება…”

13 თებერვალი, 2018

სოფიკო ჭიაურელისოფიკო ჭიაურელი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა და ქართული თეატრისა და კინოს კიდევ ერთი ვარსკვლავი გაქრა.

მსახიობი საკუთარ ცხოვრებაზე საუბრისას ყოველთვის იმ წუთებს იხსენებდა, როდესაც ყველაზე ბედნიერი იყო:

“ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როცა პირველი შვილი შემეძინა. მაშინ ვიფიქრე, ღმერთისტოლა ვარ-მეთქი. ჩემზე იყო დამოკიდებული პატარა არსების სიცოცხლე.

ბევრი ბედნიერი წუთი არსებობს ცხოვრებაში, მაგრამ ამას არც ერთი არ შეედრება. მარკესის ნათქვამია: ბედნიერება ერთი წუთი გრძელდება, ამას იგებ, როცა ის ქრებაო. ჩემი აზრით, ნამდვილი ბედნიერება სიყვარულთან ერთად კვდება. სიყვარული მარტო ქალისა და მამაკაცის გრძნობა არ გახლავთ, ეს შვილის, სამშობლოს სიყვარულია.

თვითონ სიყვარული რა არის? ეს არის სურვილი იცხოვრო და ეს სურვილი მხოლოდ შენთან ერთად შეიძლება გაქრეს.”