Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რევაზ ინანიშვილი – გაეცანით მწერლის აქამდე უცნობ ხელნაწერებს

7 თებერვალი, 2018

რევაზ ინანიშვილი რევაზ ინანიშვილი ქართულ ლიტერატურაში ყველაზე ჰუმანურ მწერლად არის მიჩნეული.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მწერლის მეუღლემ როზა ინანიშვილმა თსუ-ს რევაზ ინანიშვილის პირადი წიგნები, ხელნაწერები და ფოტოები გადასცა.

გიორგი შარვაშიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი:

“მსურს დიდი მადლობა გადავუხადო რევაზ ინანიშვილის მეუღლეს, როზა ინანიშვილს, რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იუბილეზე საჩუქრად მწერლის პირადი წიგნები, ხელნაწერები და ფოტოები გადასცა.

რევაზ ინანიშვილის წარმატებულ სამწერლო საქმიანობაში დიდი წვლილი მიუძღვის ნიკო კეცხოველს, რომელიც 8 წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. მან დააარსა ახალგაზრდა მწერალთა წრე და არაერთ ახალგაზრდას გაუკვალა გზა. წრის პირველ წევრთა შორის რეზო ინანიშვილი იყო. მისმა წაკითხულმა მოთხრობამ, რექტორი მოხიბლა და ახალგაზრდაში დიდი ნიჭი დაინახა.

რევაზ ინანიშვილის ავტორობით 20 წიგნია გამოცემული, გადაღებულია შვიდი ფილმი და დადგმულია ორი სპექტაკლი.”

რევაზ ინანიშვილი - გაეცანით მწერლის აქამდე უცნობ ხელნაწერებს