Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“პარადოქსების ქვეყანაა საქართველო!”

19 თებერვალი, 2018

მიხეილ ზაქარიაშვილიაცხადებს მომღერალი მიხეილ ზაქარიაშვილი და ამ განცხადების გაკეთების მიზეზსაც განმარტავს:

“პარადოქსების ქვეყანაა საქართველო! ოკუპანტს როცა ვახსენებ, იმ წუთასვე შემოვარდებიან ჩემს ფეისბუქის გვერდზე და იცავენ, არის ერთი ამბავი! ეს უვიცობაა. ავადმყოფობაა, შიშია, ჯანდაბაა, ოხრობაა თუ რა ხდება, არ ვიცი!

ჩემმა მეგობარმა გამიუქმა მეგობრობა, რომელიც თავგამოდებით მიმტკიცებს, რომ რუსები არ არიან ოკუპანტები რომ წინა პრეზიდენტის ბრალია, 90-იან წლებში ზვიდის ბრალი იყო, მერე ედუარდის, მერე სააკაშვილის, მანამდე ვისი ბრალი იყო? 1921 წელში ვინ გაგვიუქმა დამოუკიდებლობა, მაშინაც მიშას ბრალი იყო?

ახლა ერთ რამეს გეტყვით ვაჟა ფშაველა, წმინდანად შერაცხული ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მარო მაყაშვილი, აგერ ახლახანს ნაწამები გიორგი ანწუხელიძე (21-ე საუკუნეში როცა უნდა ეცხოვრა ისე, როგორც ყველა ნორმალური ახალგაზრდა, გმირულად შეეწირა თავის სამშობლოს, აქ კი პლანის ლეგალიზაციისთვის იბრძვის ახალგაზრდობა. ისმის კითხვა: ღირდა თავის გაწირვა ამ გამოლენჩებული ხალხისთვის?) შინდისელი გმირები და უამრავი კიდევ ქართველი ყველა რუსეთის იმპერიას ებრძოდნენ და ამ უთანასწორო ბრძოლებს შეეწირნენ! თავის ქვეყანას ეწირებოდნენ და მათი ხსენების დღეები არ ავიწყდება თუ ერს თუ ბერს და თუ მთავრობებს არ აცდენენ მათი გარდაცვალების თუ დაბადების დღეებს, საფლავებზე გადიან ძეგლებს უდგამენ და დამწუხრებული სახეებით იხსენებენ მათ გმირულ ცხოვრებას.

მაშ, რა ხდება? გაიყიდნენ თუ ამავე დროს სულ რატომ აკერიათ პირზე რუსეთი? ქება-დიდებით ავსებენ და ხან ვის აბრალებენ მათთან ომს, ხან ვის. ეს იმას ჰგავს, კაცს ცხვირწინ რომ ცოლს გაუბახებენ და პავლესი ან პეტრეს ბრალიაო იმიტომ, რომ წინააღმდეგობის გაწევის ტრაკი არ აქვს ხელის განძრევა არ უნდა და ბაბაია დაუძახოს ურჩევნია…

უტრაკო კინტოების ქვეყნად გადაგვაქციეს, მხოლოდ საკუთარ ხალხთან და სუსტებთან გვაქვს დიდი გული. სირცხვილია ნუ აყენებთ შეურაცხყოფას იმ ადამიანებს, ვინც გმირულად შეეწირა იმპერიასთან ბრძოლებს. ეს ამორალური და დამამცირებელია. რომც ფიქრობდეთ, რომ რუსის თავში ჩარტყმა გირჩევნიათ, პატივი ეცით იმ ხალხის დედებსა და მამებს, რომლებსაც თავად გმირი უწოდეთ… ისეთი მოუშორებელი მტერი, როგორიც რუსეთის იმპერიაა, საქართველოს ჯერ არ ჰყოლია…”