Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნინო ხარატიშვილი ევროპული ლიტერატურული პრემიის რჩეულებშია

25 თებერვალი, 2018

ნინო ხარატიშვილიქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი და მისი რომანი “Das achte Leben” (მერვე სიცოცხლე) მსოფლიო ლიტერატურული პროცესების აქტიური მონაწილეა.

არაერთი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის და ჯილდოს მიღების შემდეგ, ქართველი მწერლის რომანი ევროპული ლიტერატურული პრემიის პრიზიორთა ჩამონათვალში მოხვდა.

2018 წლის ევროპული ლიტერატურული პრემიის ორგანიზატორებმა საუკეთესო ნაწარმოებების გრძელი ნუსხა გამოაქვეყნეს. სხვადასხვა ქვეყნის 20 ავტორის მიერ დაწერილი ნაწარმოებების თემატიკა მრავალფეროვანი და აქტუალურია.

პრემია ითვალისწინებს 10.000 ევროს მწერლისთვის და 5.000 ევროს გამარჯვებული წიგნის მთარგმნელისთვის.

ევროპული ლიტერატურული პრემიის მოკლე ნუსხას პროფესიონალი ჟიური ამსტერდამში 28 ივნისს დაასახელებს.

წელს ეს პრემია უკვე მერვედ გაიცემა და მისი მფლობელი გახდება თანამედროვე ევროპული რომანის ავტორი, რომელიც გასულ წელს ჰოლანდიურად ითარგმნა და გამოიცა.

ნინო ხარატიშვილი ევროპული ლიტერატურული პრემიის რჩეულებშია