Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნინო ჩხეიძე: “ტეხავს”

22 თებერვალი, 2018

ნინო ჩხეიძემომღერალი ნინო ჩხეიძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ახალ მუსიკალურ პროექტს “მხოლოდ ქართული” ეხმაურება და მას “საქართველოს ფანოღის” გაგრძელებას უწოდებს.

ნინო ჩხეიძე: “საქართველოს ფანოღის” გაგრძელება რუსთავი 2-ზე სახელად “მხოლოდ ქართული”, იგივე იდეის განხორციელება უჩვენოდ მაგრა ტეხავს.”

ნინო ჩხეიძის განცხადებას სოციალურ ქსელში დიდი პოლემიკა მოჰყვა. მის განცხადებას “მხოლოდ ქართულის” ჟიურის წევრი სოფო ნიჟარაძე და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურნენ.

სოფო ნიჟარაძე: “მხოლოდ ქართული” არაა ფანოღი, ნინო, ჩემო საყვარელო. ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ და პატივს გცემ, ასევე ვიცი, რომ საკმაოდ კარგად ერკვევი მიმდინარეობებში. ქართულ სიმღერას სხვა მიმდინარეობები აქვს და უფრო ღირებული, ვიდრე ფანოღი, ჩემი პატივისცემის მიუხედავად. სწორედ ამას ესმევა ხაზი ამ პროექტში და მოდი ნუ დავაბნევთ ხალხს და ტყუილს ნუ მივაწვდით. მე პირადად, ქართულ მუსიკაზე, პირველი მახსენდება ლაღიძე, ცაბაძე, ვიქტორ დოლიძე, ზაქარია ფალიაშვილი და უამრავი სხვა გენიოსის კლასიკური თუ თანამედროვე შემოქმედება, ასევე ფოლკლორი, ქართული პოლიფონია და არა ფანოღი და “აფრები”, არც სხვა მსგავსი სიმღერები, თუმცა მათაც თავისი მსმენელი ყავთ, ასე რომ დიფერენცირებაა საჭირო. წარმატებები უსურვეთ ახალ წამოწყებას, ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ემსახურება და ესაა დაკვეთა ხალხისგან, ნუ ვიჩხუბებთ, გვიხაროდეს კარგი საქმე.”

ნინო ჩხეიძე: “ჩემო საყვარელო სოფო, შენ ეტყობა არ ხარ ინფორმირებული და შესაბამისად ვერ გავიგე შენი პასუხის აზრი, შენს მიერ ჩამოთვლილი ბუმბერაზი კომპოზიტორების სიმღერებს პროექტ საქართველოს ფანოღში მღეროდნენ მონაწილეები, აქვე მინდა ავღნიშნო კიდევ ერთხელ რომ მუსიკალურ მიმდინარეობაზე არ იყო ლაპარაკი, ლაპარაკია იმაზე რომ კომედი არხზე დიდი რეიტინგი რომ დადო პროექტმა, იყო შეთავაზებები რუსთავი 2-ზე გადატანილიყო, გადაფუთულიყო და გაკეთებულიყო იმის მსგავსად რაც დღეს კეთდება ჩემს გარეშე. შენ კარგად იცი როგორ პატივს ვცემ შენს შემოქმედებას, პიროვნებას და ინდვიდს, მაგრამ სწორად გაიგე რას ვამბობ, იყო შეთავაზებული მსგავსი ტიპის პროექტი ჩემგან რაზეც მივიღე უარი და ახლა აღმოვაჩინე რომ კეთდება ჩემს გარეშე. არც ვჩხუბობ და არც არავის ვემდური, არც არავისი იუმორინა ვარ და არც ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურრბ იმ ტელევიზიისგან და ამ ტელევიზიაში მყოფი ადამიანებისგან. მე პირიქით პოზიტიურად ვარ განწყობილი და წარმატებას გისურვებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ. ძალიან ტეხავს, როცა შენ გეუბნებიან არას და მერე თავად აკეთებენ შენს გარეშე იმას, რაც შენი ნაწილია. პ.ს. არც ფანოღის მომღერლები არიან დასაცინები და არც ერის მენტალური იუმორინა.”

სოფო ნიჟარაძე: “პირველად მესმის პროექტის იდეა თუ გქონდა, რომლის ბაზაც იყო “საქართველოს ფანოღი”, თუმცა პოსტიდან გამომდინარე, ვინც დეტალები არ ვიცით და ასეთია უმრავლესობა, რჩება შთაბეჭდილება, რომ პროექტი “მოიპარეს”, თუმცა ჩემი აზრით, ორ სხვადასხვა სახის, მასშტაბის და მიმდინარეობის პროექტთან გვაქვს საქმე. არავინ არ დასცინის არავის, მართლა, ამის მტკიცება არ უნდა გვჭირდებოდეს.”

ნინო ჩხეიძე: “სამწუხაროც ეგ არის, რომ გარედან შეფასებულით აკეთებენ ანალიზს და ისე ფუთავენ როგორც მათ ან გარკვეულ სიტუაციას ჭირდება, შენ ხომ იცი “სიმართლის მთქმელს ცხენი სულ მზად უნდა ყავდეს შეკაზმულიო”, მაგრამ ცხენი შეკაზმული გასაქცევად მე არასოდეს მეყოლება, მე მიყვარს ქართული მუსიკა, მე მიყვარს ქართული სიმღერა, მე დიდ პატივს ვცემ ყველას ვინც ქმნის და ქმნიდა ხარისხიან მუსიკას. კიდევ ერთხელ ვუსურვებ ყველას წარმატებას და გულწრფელად ვაფიქსირებ ჩემს პოზიტიურ განწყობას, მაგრამ, შენ რომ იყო ჩემს ადგილას ზუსტად ასეთი გულნატკენი დარჩებოდი.”

ნიკა გვარამია: “საქართველოს ფანოღის არა, ვარესის, იუმორინას გაგრძელებაა.”

ნინო ჩხეიძე: “მე როგორც ვიცი არაერთხელ შემოგთავაზეს ჩვენმა საერთო მეგობრებმა ქართული სიმღერის პროექტის გაკეთება, იმის მერე რაც კომედი არხზე დიდი რეიტინგით სარგებლობდა საქართველოს ფანოღი, გაჩნდა იდეა რომ გადმოგვეტანა პროექტი არა სრულად ისე როგორც იმ არხზე იყო, არამედ დახვეწილი, განახლებული და ახლებურად შეფუთული, რაზეც მე უარი მივიღე, უბრალოდ საწყენია ნიკა თქვენგან, მე ერთგულად გევერდში გედექით ყველაფერში და თქვენ ყველამ ზურგი მაქციეთ. აქვე მაინტერესებს, სასაცილო თუ იყო ჩვენი პროექტი, ამხელა რეიტინგს რომ გიწერდით, მაშინ რატომ არ იცინოდით? ან თუ დასაცინი იყო, რატომ გადიოდა დასაცინი პროექტი თქვენს არხზე? მესმის შეიძლება მიპასუხოთ, რომ კომედი არხზე გადიოდა, მაგრამ იქ მონაწილე ადამიანები და ჟიურის წევრები ნამდვილად არ არიან დასაცინი ხალხი და არც იუმორინა. ასე რომ, სასაცილო რაც არის, მოდი ერთად ვიცინოთ იმაზე და არა იმ ხალხზე და იმ პროექტზე, რაც თქვენს ჰოლდინგს ძალიან დიდ რეიტინგს უწერდა.:

ნიკა გვარამია: “მსგავსი არაფერი მომხდარა და არც შენ განხილულხარ, ნინო, რ2ზე რომელიმე მუსიკალურ პროექტში ოდესმე და ფანოღი იყო გასართობი და სასაცილო, და არა მუსიკალური პროექტი. მაგიტომაც გადიოდა კომედი არხზე.”

ნინო ჩხეიძე: “სამწუხაროა, რომ მე სხვას მეუბნებიან და შენ სხვა რამ დაწერე, მაგრამ ერთი ის მიხარია, რომ გულწრფელი ხარ და რასაც ფიქრობ იმას წერ, ეხლა უკვე გავიგე ბოლო წლების განმავლობაში რატომ ვარ დაბლოკილი თქვენს არხზე ნანუკას შოუს გარდა, იმასაც მივხვდი რომ დროის და სტატუსების ცვლილება თურმე მოქმედებს ადამიანებზე. არ მეგონა თუ შენთვის და რუსთავი 2-ისთვის მარტო იუმორისტულ ჭრილში განვიხილებოდი, ნეტავ კიდევ რა ჭრილში მიხილავს რუსთავი 2.”

ნიკა გვარამია: “იუმორისტული ჭრილი დასაცინი არაა. ჩვენს არხზე იუმორისტული გადაცემის წამყვანი, ქვეყნის ყველაზე რეიტინგული ტელეფიგურაა.”

ნინო ჩხეიძე: “შენ ალბათ დაგავიწყდა რომ მე მომღერლად მიცნობს მთელი საქართველო.”

ნიკა გვარამია: “არც მე ვარ მზარეული.”

ნინო ჩხეიძე: “ალბათ ეგე ც რეიტინგს გიწერს, ჩემო ნიკა.”