Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნინო სუხიშვილი: “ბედნიერი, ამაყი და გაოცებული ვარ”

26 თებერვალი, 2018

ნინო სუხიშვილი“სუხიშვილების” ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი ბავშვობიდან მიეჩვია ანსამბლის წარმატებას, რომელიც დღემდე გრძელდება.

მთელი წლის განმავლობაში “სუხიშვილები” გასტროლებს მართავს მთელი მსოფლიოს გარშემო.

ამჟამად ანსამბლი პოლონეთში იმყოფება, სადაც ტრადიციულად აღფრთოვანებულს ტოვებს მაყურებელს.

ნინო სუხიშვილი:

“ბედნიერი, ამაყი და გაოცებული ვარ ყოველ დღე ყოველი კონცერტის და წარმატების შემდეგ.

თითქოს უნდა მივეჩვიოთ უკვე ამ ემოციებს, სიხარულს, რომელიც წარმოდგენის ფინალში ხდება, და მაინც ერთნაირად გვიცემს სიამაყით გული და ამ შეგრძნების გამოხატვა სიტყვებით ძალიან ძნელია.”