Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნიკო გომელაური: “სულ სიყვარული, სულ სიყვარული…”

14 თებერვალი, 2018

ნიკო გომელაურიმსახიობი ნიკო გომელაური თავისი პოეზიით სიმართლეს ემსახურებოდა. რაც დრო გადის, მისი ლექსები დავიწყებას კი არ მიეცა, არამედ პირიქით, უფრო და უფრო აქტუალური ხდება:

“ჯერ რამდენიმე სტროფი, ჯერ რამდენიმე ფრაზა
და მერე ღვინის შტოფი და მერე? თუნდაც ვაზა,
ჯერ თუნდაც ერთი შვილი, ჯერ სულ მცირედი გარჯა…
და მერე უკვე ძილი და მერე წლების ხარჯვა.
ჯერ უნდა შეცდე ცოტა, ჯერ უნდა გქონდეს ბრალი,
რომ აღიარო ცოდვა, რომ მოიხადო ვალი.
თავის ზღვარი აქვს ზღვასა და ხმელეთს,
სული გახსნილი, სული ფარული,
მხოლოდ ერთი რამ, მანამდეც, მერეც
სულ სიყვარული, სულ სიყვარული…”