Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი ნადგურდება

19 თებერვალი, 2018

ღვინის აკვანიმსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი – ღვინის აკვანი საქართველოში ნადგურდება.

– დახედეთ ფოტოებს და დარწმუნდებით, რომ ამ მსოფლიო მნიშვნელობის სიძველეს უპასუხისმგებლოდ ვექცევით, – ასე მიმართავს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი საქართველოს პრემიერ მინისტრს და კულტურის მინისტრს. იგი საქართველოში ღვინის აკვნის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს ავრცელებს:

“ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ეს უძველესი წიპწების აღმოჩენით დასტურდება, რომელთა ასაკი დაახლოებით 8 ათასი წელია (მე-6-5 ათასწლეული).

ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ბორდოს ღვინის მუზეუმში საქართველომ უმთავრესი ადგილი დაიკავა.

მარნეულში, შულავერთან ახლოს მდებარე იმირის გადაჭრილი გორა ღვინის აკვანია. სწორედ აქ აღმოჩნდა უძველესი წიპწები.

დახედეთ ფოტოებს და დარწმუნდებით, რომ ამ მსოფლიო მნიშვნელობის სიძველეს უპასუხისმგებლოდ ვექცევით.

იქ არათუ მეღვინეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაა, ძეგლი ნადგურდება.

ღია ცის ქვეშ არის, არ არის გადახურული. მხოლოდ ჭილოფი ახურავს, რომელიც შეღავათი სულაც არ არის.

მსოფლიო მეღვინეობის ცენტრი მიგდებულია. მისასვლელი გზაც კი არ ვარგა.

მარნეულის გამგეობამ იყოჩაღა და მდინარეს გვერდები რომ არ ჩამოერეცხა, ქვის კედელი ამოუშენა.
ეს საკმარისი არ არის.

მოგმართავთ თხოვნით, რომ მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი განადგურებას გადაარჩინოთ და ადგილზე შექმნათ ტურისტული და სამეცნიერო-საკვლევი ინფრასტრუქტურა, რათა არქეოლოგიური სამუშაოები გაგრძელდეს.”

ღვინის აკვანი

ღვინის აკვანი

ღვინის აკვანი