Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მოზარდ მაყურებელთა თეატრის უდიდესი წარმატება იაპონიაში

26 თებერვალი, 2018

რწყილი და ჭიანჭველანოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრს იაპონიის საერთაშორისო საბავშვო სპექტაკლების ფესტივალზე უდიდესი წარმატება ხვდა წილად.

ქართული დრამატული თეატრი იაპონიას ბოლოს გასული საუკუნის 90-იან წლებში სტუმრობდა. 27-წლიანი პაუზის შემდეგ, მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასი იაპონიის რამდენიმე ქალაქში მიიწვიეს. საბედნიეროდ, ქართულმა წარმოდგენამ დიდი აღიარება მოიპოვა.

16-26 თებერვლამდე იაპონიაში, კერძოდ ნაგოიასა და ტოკიოში საერთაშორისო საბავშვო ფესტივალი ჩატარდა, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ასოციაციის „ასიტეჟი აზიის“ ეგიდით გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობდა აზიის 15 ქვეყანა, მათ შორის იაპონია, კორეა, ჩინეთი, ინდოეთი, ნეპალი, ტაილანდი, შრი-ლანკა, ბანგლადეში, ისრაელი, უზბეკეთი და სხვა. მოზარდ მაყურებელთა თეატრი ერთადერთი თეატრია, რომელიც იაპონიამ ამჯერად საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვია.

დიმიტრი ხვთისიაშვილისა და გია მარღანიას სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ ქალაქ ნაგოიასა და ტოკიოში ორ-ორჯერ წარმოადგინეს. საერთაშორისო თეარალურ ფესტივალში მონაწილე ქვეყნების წარმოდგენებს ტოკიოს ახალგაზრდობის ოლიმპიური ცენტრი მასპინძლობდა.

რწყილი და ჭიანჭველა

ქართულმა სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ სპეციალური ჩვენება დამატებით ტოკიოს ორ დიდ საბავშვო ცენტრშიც გაიმართა.

რწყილი და ჭიანჭველა

იაპონიის გასტროლიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასი დიმიტრი ხვთისიაშვილის, გია მარღანიას, ნიკა ნანიტაშვილის, მარიამ ხუხუნაიშვილის და ნიკოლოზ ფაიქრიძის შემადგენლობით 27 თებერვალს 13:00 საათზე ჩამოვა.