Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“იმიტომ კი არა, რომ რამაზ ჩხიკვაძე ვარ, ბედია ყველაფერი…”

28 თებერვალი, 2018

რამაზ ჩხიკვაძე – ბედნიერი კაცი ვარ, ვაფასებ და მადლობ ღმერთო, რომ ასეთ გარემოცვაში და პერიოდში მომიწია ცხოვრება,” – ამბობდა ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე:

“იმიტომ კი არა, რომ რამაზ ჩხიკვაძე ვარ, ბედია ყველაფერი… პირველი გასვლა რომ მოხდა საქართველოდან, მაინცდამაინც რობიკოს სპექტაკლები წავიდა. ამიტომ პირველი რეცენზიები, პირველი შეძახილები, პირველი გაოცება რომ თურმე რაღაც საქართველო ყოფილა და იქ ასეთი რანგის თეატრი ყოფილაო, ჩვენ გვხვდა წილად და არა იმიტომ რომ მაინცდამაინც მე უნდა წავსულიყავი და ჩემზე უნდა დაწერილიყო, რომ რიჩარდი ითამაშაო.

…ესეც იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ვიყავით ყველაზე ძლიერები და ყველაზე კარგი არტისტები… ჩვენ წინ რომ წასულიყო ხორავა, ვასაძე, ვერიკო, რა ნაკლებ ამინდს შექმნიდნენ და ნაკლები დაიწერებოდა მათზე?! ხორავას ოტელო და დიდი ხელმწიფე რომ ენახათ, გნებავთ სერგო ზაქარიაძის როლები, გოძიაშვილის როლები, რა თქმა უნდა, უდიდესი და უბრწყინვალესი გამარჯვებები ექნებოდათ, მაგრამ ჩვენ გვხვდა ბედად ეს ამბავი და ამიტომაც ვამბობ, რომ ბედნიერი კაცი ვარ, ვაფასებ და მადლობ ღმერთო, რომ ასეთ გარემოცვაში და პერიოდში მომიწია ცხოვრება.”

”არტინფო” გთავაზობთ ნაწყვეტს რამაზ ჩხიკვაძის ინტერვიუდან, რომელიც ბევრს გაცინებთ.