Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ვალენტინობა არა ის…”

14 თებერვალი, 2018

ვალენტინობავალენტინობა – სიყვარულის დღე 14 თებერვალს აღინიშნება. ამ დღეს ყველას სურს განსაკუთრებულად გამოხატოს თავისი გრძნობები და საყვარელ ადამიანს სასიამოვნო საჩუქრები და სიურპრიზები გაუკეთოს.

პოეტი პეტრე კოლხი ვალენტინობის დღესასწაულს ეხმაურება:

“ვალენტინობა არა ის…

ყოველი დღე შენია. ჰო, შენ გეკუთვნის, სიყვარული ხარ თუ როგორც არის. ყველა გეძებს, ყველას სჭირდები.

საკმარისია გიპოვონ და ბედნიერებისგან გიჟდებიან, ჭკვიანდებიან, ყინვაშიც თბებიან, წვიმაშიც მზის სხივებს ითვლიან, უფრთოდ დაფრინავენ, ღმერთს ემსგავსებიან, იებს ყიდულობენ, ლოთებს ამართლებენ, ხის ქვეშ ცხოვრობენ, ცულის ტარზე წვებიან, უშუქოდ ხედავენ, ბრმად დადიან.

ოღონდ შენ იყო, ყველა დღე დღესასწაულია… ვალენტინობა არა ის…”