Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დაიმახსოვრეთ წიგნიერების ათი მცნება

1 თებერვალი, 2018

წიგნიერების ათი მცნებაწიგნის კითხვა უდიდესი სიამოვნებაა. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ არსებობს წიგნიერების ათი მცნება, სადაც ზუსტად არის წარმოჩენილი წიგნის კითხვის უმთავრესი დადებითი მხარეები.

“არტინფო” გთავაზობთ წიგნიერების ათ მცნებას და ოქროს წესებს:

“1. როცა კითხულობ ავტორებს, რომლებიც კარგად წერენ, ეჩვევი კარგ მეტყველებას.

2. კულტურა არა წაკითხული, არამედ გაგებული წიგნების რაოდენობაა.

3. ადამიანები, რომლებიც წიგნებს კითხულობენ, ყოველთვის მართავენ მათ, ვინც მხოლოდ ტელევიზორს უყურებს.

4. რაც უფრო მეტს კითხულობ, მით ნაკლებად ბაძავ.

5. წიგნი ყოველთვის სჯობია ფილმს, რადგან წარმოსახვა არაა შემოსაზღვრული სპეცეფექტების ჩარჩოებით.

6. ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად: ვინც კითხულობს და ვინც უსმენს მათ, ვინც კითხულობს.

7. როგორც მარცვლებისგან შედგება მზესუმზირა, ისე წაკითხულის მარცვლებიდან იქმნება ცოდნა.

8. კითხვა გონებისათვის იგივეა, რაც სხეულისათვის ფიზიკური ვარჯიში.

9. იმისათვის, რომ გახდე ჭკვიანი, საკმარისია 10 წიგნის წაკითხვა, მაგრამ რომ იპოვო ეს ათი წიგნი უნდა გადაიკითხო ათასი.

10. მიენდე წიგნებს, ისინი ყველაზე ახლოს არიან შენთან. დუმან, როცა საჭიროა და ლაპარაკობენ, როცა თვალწინ სამყაროს გიშლიან.”