Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გოდერძი ჩოხელი – ყველაზე გულწრფელი აღიარება

27 თებერვალი, 2018

გოდერძი ჩოხელიმწერალი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი ყველაზე გულწრფელი თავის საქმეში იყო. გულწრფელი იყო მაშინაც, როცა თავისი საყვარელი ადამიანის, მომავალი მეუღლის ნინო მელაშვილის ოჯახში მივიდა და მის მშობლებს ქალიშვილის ხელი სთხოვა:

“- თქვენი გოგო მიყვარს, ცოლად უნდა წავიყვანო!
– ვინა ხარ?
– გოდერძი ჩოხელი.
– რას აკეთებ?
– ლექსებს ვწერ, მოთხრობებს, სარეჟისოროზე ვსწავლობ.
– ლექსებს და მოთხრობებს ყველა წერს საქართველოში და ყველა სწავლობს.
– მე სხვანაირად ვწერ.
– ვაჟა-ფშაველა ხარ?
– გუდამაყრელი.
– აქ სახლი თუ გაქვს?
– არა.
– აბა, ეს სად მიგყავს?
– შინ.
– სოფელში?
– არა, აქ.
– ბინა არა მაქო.
– მექნება.
– როდის?
– ცოლს რომ შევირთავ, მერე.
– მანამდე სოფელში ეს გოგო არ გამოგადგება, ძროხას ვერ მოწველის.
– არც მოვაწველინებ, ჩვენ აქ, ქალაქში უნდა ვიყოთ.
– სად, თუ სახლი არა გაქვს?
– ღმერთი მომცემს.
– ჰო, ჰო, დაელოდე!
– დაველოდები.

ახლა გოგოს ლამაზი მშობლები თავიანთ ლამაზ შვილს მოუტრიალდნენ:

– შენ რას იტყვი?
– მიყვარს.
– ვინ გიყვარს, ეეს?
– აი, ეს. თქვენ არ იცით, რა კარგი ბიჭია.”