Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიორგი უშიკიშვილი: “მერიამ ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლის ლიკვიდაცია მოახდინა”

16 თებერვალი, 2018

გიორგი უშიკიშვილიმომღერალი გიორგი უშიკიშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისის მერიამ “ააიპ ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლის” ლიკვიდაცია მოახდინა.

გიორგი უშიკიშვილი:

“ქალაქ თბილისის მერიამ “ააიპ ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლის” (არტოს ბაღი) ლიკვიდაცია მოახდინა.

ეს არის ის ადგილი, სადაც მრავალი თაობა გაიზარდა. (მათ შორის მეც).

არ ვიცი ამ ადგილას რის გაკეთებას გეგმავენ, მაგრამ თუ იმაზე უკეთეს საქმეს ჩაეყრება საფუძველი, ვიდრე მომავალი თაობის ხალხურ შემოქმედებასთან ზიარებაა, მხოლოდ გამიხარდება. ვნახოთ, დავაკვირდებით პროცესებს.”

გიორგი უშიკიშვილის ინფორმაციით, შენობას ანსამბლ “რუსთავს” აძლევენ, რაც მისი აზრით, დიდი შეცდომაა. უშიკიშვილის განცხადებით, ანსამბლი რეპეტიციებს ისედაც ამ შენობაში გადიოდა, თუმცა სკოლის ლიკვიდაცია მისთვის გაუგებარია.

გიორგი უშიკიშვილი: "მერიამ ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლის ლიკვიდაცია მოახდინა"