Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გალაკტიონ ტაბიძე და მისი უცნობი ისტორია

27 თებერვალი, 2018

გალაკტიონ ტაბიძე გალაკტიონ ტაბიძე და მისი ცხოვრება დღემდე პოეტის შემოქმედების მოყვარულთა განხილვის საგანია.

გენიალური ლექსების ავტორს არაერთხელ აბრალებდნენ ლოთობას და სასმელის უკიდეგანო სიყვარულს.

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გალაკტიონთან დაკავშირებით ასეთ ისტორიას იხსენებდა:

“ვერის ხიდთან (ამჟამად გალაკტიონის ხიდი) “საუცებისო” საარყეები იყო ხოლმე.

არყის დასალევად მივედით სტუდენტი მეგობრები.

უცებ გალაკტიონი მობრძანდა და დახლიდარს ეუბნება: ჩემი ულუფა ჩამომისხიო. დახლიდარმა 150 გრამიანი ჭიქა გაუვსო.

მან ჯერ ორი ყლუპი მოსვა, პირში დააღვარღვარა და წუთშივე უკან გადმოაქცია. მერე წვერებში ხელით შეისხა და მაგრად შეიზილა.

გაოცებულმა ვკითხე: ძია გალაკტიონ, აგრე რათ აკეთებ-მეთქი?

მან გახარებულმა მიპასუხა: ახლა რომ გავალ “ზემელზე”, არყით ვიქნები აქოთებული, ხალხს მთვრალი ვეგონები, მე კი ფხიზელი ვიქნებიო.”