Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბოსლად გადაკეთებული ქართული ეკლესია

26 თებერვალი, 2018

ტაო კლარჯეთიალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ ქართული ეკლესია ბოსლად არის გადაკეთებული, მაგრამ ეს ფაქტი, სამწუხაროდ, რეალობაა.

ქართული ეკლესია-მონასტრები საქართველოს ფარგლებს გარეთ მრავლადაა. განსაკუთრებით, ტაო-კლარჯეთში, სადაც ჩრდილის ტბასთან, ფექრაშენის ქართული ეკლესია ბოსლად არის გადაკეთებული. არანაკლებ მძიმე დღეშია ოშკის ტაძარი, სამაგიეროდ, ბათუში მუსულმანური მეჩეთი მოვლილი და გაწკრიალებულია.

ფოტოებს და ინფორმაციას ამის შესახებ გვერდი “საქართველო ლამაზო” ავრცელებს:

“პირველ სურათზე ბოსლად გადაკეთებული ფექრაშენის ქართული ეკლესია ჩრდილის ტბასთან თურქეთის მიერ ოკუპირებულ ტაო-კლარჯეთში. მეორე სურათზე კი ოშკის ტაძარი და მასზედ მიდგმული მინარეთი ზედ მიმაგრებული მოლას საყვირით, ხოლო მესამეზე საქართველოს ტერიტორიაზე ბათუმში არსებული მუსულმანური მეჩეთი…

და კიდევ ბევრის აშენებას აპირებენ მოღალატეების დახმარებით, ხოლო ქართულ ეკლესიებს ოკუპირებულ… ტერიტორიებზე ანადგურებენ… ან ბოსლად გადააკეთებენ… ან “ტუალეტად”…

ხოლო საქართველოში ეკლესიების გვერდით კლუბები აქვთ გახსნილი და წაბილწული აქვთ ის წმინდა ადგილი ლესელიძეზე…

ნუთუ არ არის ეს საკმარისი, რომ გონს მოვეგოთ! და დავდგეთ ერთად და გადავარჩინოთ ქვეყანა.”