Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ბერნარდა ალბას სახლი” – პრემიერა ახმეტელის თეატრში

27 თებერვალი, 2018

ბერნარდა ალბას სახლი1 და 2 მარტს, 19 საათზე ახმეტელის თეატრში პრემიერაა.

ესპანელი კლასიკოსი მწერლის ფედერიკო გარსია ლორკას უკვდავი პიესა “ბერნარდა ალბას სახლი“ რეჟისორებმა ირაკლი გოგიამ და ლაშა გოგნიაშვილმა განახორციელეს.

ახმეტელის თეატრში წარმოდგენილი „ბერნარდა ალბას სახლი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟის – მკაცრი, შეუვალი, ტრადიციების დამცველი, კონსერვატორი ქალბატონის – ბერნარდა ალბას სახის ახლებური გააზრებაა.

ესპანელი დრამატურგისა და პოეტის – ფედერიკო გარსია ლორკას პიესის მთავარი გმირი – ბერნარდა ალბა ქალია, რომელიც თავის სახლსა და ხუთ ქალიშვილს გამალებით „იცავს“ გარეშე თვალისაგან და ყველას სთხოვს, მის წესებს დაემორჩილონ…

ისინი – ყველანი საკუთარ პატარა ჩარჩოში ჩაკეტილან და ამ ჩარჩოდან იბრძვიან სიცოცხლისთვის, სიყვარულისთვის…

საპრემიერო სპექტაკლის რეჟისორები არიან ირაკლი გოგია და ლაშა გოგნიაშვილი, მხატვარი – მარიკა კვაჭაძე, რეჟისორის თანაშემწე – ვერიკო რუხაძე.

ბერნარდა ალბას სახლი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: ბერნარდა ალბა – მზია ტალიაშვილი, ნელი ბადალაშვილი, პონსია – თამარ ბეჟუაშვილი, მარია ხოსეფა – მარინა ხარჩილავა, მაგდალენა – სოფია სებისკვერაძე, მარტირიო – ვერონიკა კალანდარიშვილი, ადელა – მაიკო ვაწაძე, ამელია – გვანცა კანდელაკი, ანგუსტიასი – თამარ ჟორდანია, თამთა პატაშური, მოახლე ქალი – ლიკა ქუთათელაძე.