Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბაჩანა ბრეგვაძე: “თუ ამ ჭრილში განვიხილავთ საქართველოს კულტურის ისტორიას…”

11 თებერვალი, 2018

ბაჩანა ბრეგვაძემწერალი, მთაგმნელი და მეცნიერი ბაჩანა ბრეგვაძე საქართველოს კულტურის ისტორიის დიდი ქომაგი და გულშემატკივარი იყო. მისი ნამუშევრები ამის ყველაზე თვალსაჩინო დასტურია.

11 თებერვალი ბაჩანა ბრეგვაძის დაბადების დღეა. შემოქმედი 82 წლის გახდებოდა.

“არტინფო” გთავაზობთ ამონარიდს ბაჩანა ბრეგვაძის ძალიან საინტერესო ჩანაწერიდან:

“ჩეხოსლოვაკიაში ნაძვებისა და ფიჭვების ერთ პატარა კორომს მიუპყრია მეცნიერების ყურადღება. მათ ხნოვანებაზე ხალხში ლეგენდები დადიოდა თურმე. ცნობისმოყვარე მეცნიერებმა ორი ხე მოჭრეს და ხეები “მსოფლიოს რეკორდსმენები” გამოდგნენ. ასაკით ორჯერ აღემატებოდნენ ეგვიპტის პირამიდებს.

ეტყობა ხელსაყრელი სასიცოცხლო გარემო – ნიადაგი, ჰავა, წყალი, ჰაერი უნდა ყოფილიყო ამ მათუსალების დღეგრძელობის მიზეზი. რგოლების სისქის, სიხშირისა და სხვა მისთანათ ზუსტი გაზმოვის, შედეგთა აწონ-დაწონის, ურთიერთშეჯერებისა და საგულდაგულო ანალიზის შედეგად ერთი უცნაურობა შენიშნეს: კონცენტრულ წლიურ რგოლებს აქა იქ თითო ზოგან რამდენიმე რგოლი აკლდა, კანონით უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ იყო.

ბევრი ფიქრის, კირკიტისა და თავისმტვრევის შემდეგ მივიდნენ, ჩემი აზრით, ერთადერთ სწორ დასკვნამდე. იმ წელს, თუ იმ წლებში საშინელი კლიმატური პირობები ყოფილა და ხეს მხოლოდ იმისთვის ჰყოფნია ძალა რომ არ მომკვდარიყო. სხვა მხრივ ის წლები ისე ამოვარდნილიყვნენ მისი “ბიოგრაფიიდან”, რომ კვალიც არ დაეტოვებინათ.

თუ ამ ჭრილში განვიხილავთ საქართველოს კულტურის ისტორიას, ანალოგიური სურათი წარმოგვიდგება თვალწინ, მხოლოდ აქ წლები კი არა ასწლეულებია ამოვარდნილი.”