7 თებერვალი, 2018

ულამაზესი საქართველო უცხოელების ფოტოობიექტივში

საქართველოსაქართველო და მისი ულამაზესი ადგილები არაერთი უცხოელის ფოტოობიექტივში მოხვედრილა.

გამონაკლისი არც გაი მანაშეროვია. საქართველოში მოგზაურობისას მან ჩვენი ქვეყნის ყველაზე ლამაზი ადგილები გადაიღო და ინტერნეტში განათავსა.

უცხოელი ფოტოგრაფის ობიექტივში ვარძია, გერგეთი, ქართლის დედა, ძველი თბილისი, ნარიყალა და აჭარული ხაჭაპური მოხვდა.

ფოტოებს ინტერნეტში ბევრი მოწონება აქვს. ქართველი ინტერნეტმომხმარებლები კი აცხადებენ, რომ სხვისი თვალით დანახული ულამაზესი საქართველო კიდევ უფრო ლამაზია.

დაათვალიერეთ უცხოელის თვალით დანახული ჩვენი სამშობლო, შეიგრძენით მისი სილამაზე და დააფასეთ და გაუფრთხილდით.