10 თებერვალი, 2018

ნინო ხარატიშვილი – ბრეხტის პრემია ქართველ მწერალს

ნინო ხარატიშვილიგერმანელი დრამატურგის ბერტოლტ ბრეხტის სახელის უკვდავსაყოფად, მშობლიურ ქალაქ აუგსბურგში მისი სახელობის პრემიაა დაწესებული.

პრემიის მფლობელი ის ავტორი ხდება, ვისაც ჟიური საუკეთესოდ მიიჩნევს. წელს ამ ჯილდოს 19 აპრილს ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი მიიღებს. მას ჯილდო გახმაურებული რომანისთვის “Das achte Leben” (მერვე სიცოცხლე) გადაეცემა. პრემია ფულად ჯილდოს – 15000 ევროს ითვალისწინებს.

როგორც პრემიის ჟიური განმარტავს, ნინო ხარატიშვილის ნაწარმოებებს ბერტოლტ ბრეხტის ნაწარმოებებთან რაღაც უხილავი კავშირი აქვთ.

ნინო ხარატიშვილი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ჰამბურგში ცხოვრობს. მისი რომანი “მერვე სიცოცხლე” დიდი პოპულარობით სარგებლობს და 2014 წლიდან სენსაციურ წარმატებებს აღწევს.

რომანმა წიგნის ფურცლებიდან თეატრის სცენაზეც გადაინაცვლა და ჰამბურგის თეატრში დაიდგა.