ჰოლივუდში დიდების ხეივანში ქართველი მსახიობი გიორგი დარჩიაშვილი სახელობითი ვარსკვლავის მფლობელი გახდა.
ეს სასიხარულო ინფორმაცია მისმა მეგობარმა, ოპერის მომღერალმა ზურაბ ბუხრაძემ გაავრცელა:
“ჩემს ძმადნაფიცს, ბრწყინვალე მსახიობს გიორგი დარჩიაშვილს ჰოლივუდში ვარსკვლავი გაუხსნეს. მეამაყები ძმისგულო და გელოდები საქართველოში.”