16 თებერვალი, 2018

აღვადგინოთ ცისფერყანწელების საყვარელი ადგილი

ცისფერყანწელებიცისფერყანწელების საყვარელი ადგილი ქუთაისში, რიონის პირას მდებარ კაფე “იალტა” იყო.

ცისფერყანწელთა ფონდის ხელმძღვანელი ნინო ჩხიკვიშვილი ბატონი ირაკლი ჯაოშვილის ინიციატივას აჟღერებს და მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, მცირე წვლილი შეიტანონ ამ საშვილიშვილო საქმეში:

“ამ ფოტოს თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ კაფე „იალტას“ ქუთაისში, რიონის პირად.

ცისფერყანწელთა საყვარელი ადგილი… მისი აღდგენა შესაძლებელია. კარგა ხანია ბატონი ირაკლი ჯაოშვილი აგროვებს მასალას, არქივშივე აქვს მოძიებული ყველა დოკუმენტი… გთავაზობთ ამ ფოტო მასალას…

თუკი რომელიმე ქართველი მეცენატი დაინტერესდება, ჩვენი ფონდის მეშვეობით შეუძლია, რომ დაუკავშირდეს ბატონ ირაკლი ჯაოშვილს… ამ კაფის აღდგენა ნამდვლად საშური საქმეა…”