15 იანვარი, 2018

ვიქტორია სეკრეტის ანგელოზები ქართველი დიზაინერების სამოსში

ვიქტორია სეკრეტის ანგელოზებიმსოფლიოში ცნობილი მოდელი დები, ვიქტორია სეკრეტის ანგელოზები – ჯიჯი და ბელა ჰადიდები ქართველი დიზაინერების თამუნა ინგოროყვას და ირაკლი რუსაძის სამოსით დაინტერესდნენ.

პაპარაცებმა ისინი მაშინ გადაიღეს, როცა ბელა ჰადიდს ირაკლი რუსაძის კოსტიუმი ეცვა, ხოლო ჯიჯი ჰადიდს თამუნა ინგოროყვას კოსტიუმი.

ბელა და ჯიჯი ჰადიდები ქართველი დიზაინერების შემოქმედებას კარგად იცნობენ. ჯიჯის თამუნა ინგოროყვას კოსტიუმი პირველად არ აცვია. მის გარდერობშია დევიდ კომას სამოსი და გიორგი ქებურიას სათვალეები. ბელას კი გარდერობში დევიდ კომას კაბები აქვს.