26 იანვარი, 2018

“წუნა და წრუწუნას” ანიმატორი მოხუცთა თავშესაფარში

წუნა და წრუწუნაცნობილი ქართული ანიმაციური ფილმის “წუნა და წრუწუნას” ანიმატორი დონატა პანჩენკო რამდენიმე წელია თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრობს.

როგორც თავად ყვება, კინოსტუდიაში ნიკოლოზ სანიშვილმა წაიყვანა. მისი ცხოვრება ქართულ ანიმაციასთან არის დაკავშირებული.

მოხუცთა თავშესაფარში მყოფი დონატა პანჩენკო ამბობს, რომ მაშინ ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა, ახლა კი სრულიად მარტოა:

“რაზე უნდა ვიოცნებო? ახალგაზრდა რომ ხარ, მაშინ ფიქრობ, სიყვარულზე, გათხოვებაზე და შვილზე. მე არავინ და არაფერი არ მაქვს, ჩემი თავის გარდა.”

სიუჟეტი “წუნა და წრუწუნას” ანიმატორზე პირველმა არხმა მოამზადა.
დონატა პანჩენკო პროექტის “თქვი” გმირია.