14 იანვარი, 2018

თიკა ბალანჩინი: “ვინაა პასუხისმგებელი?!”

თიკა ბალანჩინიმომღერალი თიკა ბალანჩინი და მისი ჯგუფი New One მსმენელში სულ უფრო პოპულარული ხდება. მათ სხვადასხვა კონცერტებზე იწვევენ, მაგრამ ხდება ისე, რომ კონტრაქტით გათვალისწინებულ გადასახადს ორგანიზატორები არ იხდიან.

New One:

”ყოველთვის თავს ვიკავებთ მსგავსი განცხადებებისგან, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ვფიქრობთ, რომ საზოგადოებამ უნდა გაიგოს თუ როგორი თაღლითური ხერხებით მუშაობს ივენთ კომპანია სახელად EVENTOR – event2.ge

აღნიშნული კომპანია და მისი ხელმძღვანელობა ქეთი ლორთქიფანიძე და დირექტორი თეონა ნემსიწვერიძე უხეშად არღვევს მოლაპარაკებას პირობებს და 31 დეკემბრის საღამოს კონტრაქტით გათვალისწინებულ გადასახადს თავს არიდებს სახსრების არ ქონის მომიზეზებით.

მიუხედავად ჩვენი არა ერთი მცდელობისა, რომ რაიმენაირად აგვერიდებინა ეს არასასიამოვნო პროცესი, დღემდე ყოველდღიური ტყუილებით მოვედით. იყო შეხვედრები, სადაც გვთხოვეს რამოდენიმე დღე გვეცლია, მაგრამ ასეთი პირობებიც რამოდენიმეჯერ არ შესრულდა და პასუხად მივიღეთ ის, რომ მუსიკოსებისთვის ყველაზე მთავარ სამუშაო დღეს, რომელსაც ყველა არტისტი ელოდება, “გადაგვაგდეს”.

გვინდა ეს ხალხი საჯაროდ ვამხილოთ, რომ მსგავსი რამ სხვასაც არ გაუკეთონ. უახლოეს მომავალში მათ აქვთ ივენთი და არ გაგვიკვირდება, თუ იგივე ხერხებით იმოქმედებენ.”

თიკა ბალანჩინი:

“დავამატებ კიდევ ერთ პიროვნებას რამაზ ჩიჩუას, ერთ-ერთი ორგანიზატორის ნათლია, რომელიც უხეშად ჩარიეს ამ საქმეში და გვთხოვდა თანხის ჩუქებას ზაფხულამდე.

რატომ აძლევთ ესეთ გამოუცდელ, უვიც ხალხს შექმნან კომპანიები, დაარეგისტრირონ შპს და იმუშაონ ხალხის გადაგდებაზე. ვინაა პასუხისმგებელი?! ამ არასერიოზული ხალხის გამო, ძალიან ბევრ კომპანიას ვუთხარით უარი.”