Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ტანძიაში წმინდა ნიკოლოზის ეკლესია თუნუქით გადახურეს

21 იანვარი, 2018

წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაქართული ეკლესია-მონასტრების ლორფინის ფილებიანი გადახურვა, ბოლო პერიოდში თუნუქის გადახურვით იცვლება.

მათ შორის აღმოჩნდა ტანძიაში მდებარე წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოშია და ორბელიანების კარის ეკლესიას წარმოადგენს.

ინფორმაცია ეკლესიაზე სახურავის შეცვლასთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა გაავრცელა:

“ეს არის ტანძიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. ეკლესია 2010 წლამდე სრულიად საღი და დაუზიანებელი ლორფინით იყო გადახურული. 2011 წელს უკვე თუნუქით გადახურეს.

სად წაიღეს ლორფინის ფილები, არავინ იცის და ვის მოუვიდა გადახურვის შეცვლის აზრი თავში გასარკვევია. ისიც გასარკვევია, ვინ მისცა თანხმობა ამ ცვლილებაზე.”

ტანძიაში წმინდა ნიკოლოზის ეკლესია თუნუქით გადახურეს